
ეზექიელი 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.
ეზექიელი 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
ეზექიელი 2:3 კონტექსტში
2:1მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!
2:2შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა.
2:3მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე.
2:4ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.
2:5გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 2:3
- იერემია 3:25ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ჩვენივე შერცხვენა გვახურავს ზედ, რადგან ვცოდავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა სიყმაწვილიდან დღემდე და არ გვესმის უფლის, ჩვენი ღვთის სიტყვა.
- მეფეთა ა 8:7უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
- მეფეთა ა 8:8როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
- დანიელი 9:5ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.
- დანიელი 9:13როგორც მოსეს რჯულში სწერია, ისე დაგვატყდა თავს ყველა ეს უბედურება. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევედრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო.
- მეორე სთვლისაება 9:24იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.
- ეზექიელი 3:4მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;
- ეზექიელი 3:8აჰა, გავასასტიკე შენი სახე მათ სახესავით და გავამაგრე შენი შუბლი მათი შუბლივით:
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 2
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში