
ეზექიელი 2:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში.
ეზექიელი 2:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა ოთხშაბათი (მეექვსე ჟამი).
ეზექიელი 2:9 კონტექსტში
2:7უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
2:8შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ.
2:9და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში.
2:10გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 2:9
- ეზექიელი 8:3გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი.
- გამოცხადება 10:8და ხმამ, რომელიც მომესმა ზეცით, კვლავ მითხრა მე: მიდი და აიღე გადაშლილი წიგნი ხელიდან ანგელოზისა, რომელიც დგას ზღვასა და ხმელზე.
- გამოცხადება 10:11ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.
- გამოცხადება 5:1და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
- გამოცხადება 5:5მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.
- ეზექიელი 3:1მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.
- დანიელი 10:10და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა.
- ებრაელთა მიმართ 10:7მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო“.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 2
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში