
ეზექიელი 20:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ.
ეზექიელი 20:41 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:41 კონტექსტში
20:39თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.
20:40რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ შევიტკბობ მათ, იქ მოვიკითხავ თქვენს შესაწირავებს და თქვენი ძღვენის ნათავარებს თქვენს სიწმიდეებთან ერთად.
20:41კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ.
20:42მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომლის მიცემასაც შევპირდი ხელის აღმართივით თქვენს მამა-პაპას.
20:43იქ გაიხსენებთ თქვენს საქციელს და ნამოქმედარს, რითაც უწმიდურდებოდით, და შეგზარავთ თქვენი თავი იმ სიავეთა გამო, რასაც სჩადიოდით.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:41
- ეზექიელი 28:25ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა შევკრებ ისრაელის სახლს იმ ხალხებიდან, სადაც გაფანტულნი არიან, და გამოვაჩენ მათზე ჩემს სიწმიდეს ხალხების თვალწინ, მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი.
- ეზექიელი 11:17ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას.
- ეზექიელი 38:23მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 28:22უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.
- ეზექიელი 39:27როცა გამოვაბრუნებ ხალხებიდან მათ და გამოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან, მაშინ გამოვაჩენ ჩემს დიდებას მათში უამრავი ხალხის თვალწინ.
- ეზექიელი 39:29აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი.
- მიქა 7:12იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
- მიქა 7:16დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში