
ეზექიელი 20:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეზექიელი 20:45 კონტექსტში
20:43იქ გაიხსენებთ თქვენს საქციელს და ნამოქმედარს, რითაც უწმიდურდებოდით, და შეგზარავთ თქვენი თავი იმ სიავეთა გამო, რასაც სჩადიოდით.
20:44მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა ჩემი სახელის გულისთვის მოგექცევით, არა თქვენი ბოროტი გზებისა და უზნეო საქციელის მიხედვით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი.
20:45იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
20:46ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.
20:47უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში