
ეზექიელი 22:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.
ეზექიელი 22:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 22:25 კონტექსტში
22:23იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
22:24ადამის ძევ! უთხარი მას: შენ მიწა ხარ, გაუწმედელი, უწვიმარი, რისხვის დღეს.
22:25შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.
22:26მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.
22:27მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 22:25
- ოსეა 6:9როგორც ყაჩაღები უსაფრდებიან კაცს, ასევე იქცევა მღვდლების ხროვა, ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.
- ეზექიელი 13:19შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
- იერემია 2:34შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას?
- იერემია 11:9მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი.
- მარკოზის სახარება 12:40რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
- ლუკას სახარება 20:47რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
- იერემია 5:30საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში.
- იერემია 5:31ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 22
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში