
ეზექიელი 23:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.
ეზექიელი 23:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 23:11 კონტექსტში
23:9ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურელთა ხელში, რომელთაც აეკიდა.
23:10მათ გამოუჩინეს სიშიშვლე, წაასხეს მისი ვაჟები და ასულები, თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუვარდა ქალთა შორის, როცა სასჯელი დააკისრეს მას.
23:11ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.
23:12აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
23:13დავინახე, რომ გაუწმიდურდა, რომ ორთავეს ერთი გზა ჰქონდათ;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 23:11
- იერემია 3:8დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა.
- იერემია 3:11მითხრა უფალმა: განდგომილი ისრაელი უფრო წრფელი გამოდგა, ვიდრე მოღალატე იუდა.
- ეზექიელი 16:47მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.
- ეზექიელი 16:51სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.
- ეზექიელი 23:4მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 23
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში