გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 23:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 23:31

შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში.

ეზექიელი 23:31 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 23:31 კონტექსტში

23:29სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელ შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა.

23:30ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით.

23:31შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში.

23:32ასე ამბობს უფალი ღმერთი: შესვამ შენი დის თასს, ღრმასა და ფართეს და სასაცილო და სამასხრო გახდები; ბევრს იტევს იგი.

23:33სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 23:31

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 23

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში