
ეზექიელი 24:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და ძვალიც ჩაიხარშოს.
ეზექიელი 24:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 24:10 კონტექსტში
24:8რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს.
24:9ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს! მეც დავანთებ დიდ ხანძარს.
24:10შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და ძვალიც ჩაიხარშოს.
24:11მერე ცარიელი დადგი ნაკვერცხლებზე, რომ გახურდეს და გავარვარდეს სპილენძი, რომ გადნეს მასში მისი უწმიდურობა და გაქრეს მისი ქაფი.
24:12ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 24:10
- იერემია 20:5გავცემ ამ ქალაქის მთელ ქონებას, მთელ მის ჭირნახულს, მთელ ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელ საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.
- გლოვა იერემიასი 2:16ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას!
- გლოვა იერემიასი 1:10მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში.
- იერემია 17:3ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელ შენს საზღვრებში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 24
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში