
ეზექიელი 24:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო?
ეზექიელი 24:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 24:19 კონტექსტში
24:17იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.
24:18დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.
24:19მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო?
24:20ვუთხარი ხალხს: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
24:21უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 24:19
- ეზექიელი 12:9ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს, ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო?
- ეზექიელი 37:18როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო?
- ეზექიელი 17:12უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
- მალაქია 3:13მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
- მალაქია 3:7თქვენი მამა-პაპის დღეებიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცი ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?
- მალაქია 3:8განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.
- ეზექიელი 21:7თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 20:49ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების მთხზველი არ არისო?
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 24
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში