
ეზექიელი 27:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო.
ეზექიელი 27:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 27:3 კონტექსტში
27:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
27:2შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა
27:3და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო.
27:4ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება;
27:5კვიპაროსის ხისგან დაგიმზადეს ფიცრები, ლიბანიდან კედარი მოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 27:3
- ეზექიელი 27:4ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება;
- გამოცხადება 18:11ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
- გამოცხადება 18:15ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ.
- ეზექიელი 27:10სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
- ეზექიელი 27:36ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენ გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.
- ეზექიელი 28:12ადამის ძევ! გამართე გლოვა ტვიროსის მეფეზე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული.
- ეზექიელი 28:17გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.
- გამოცხადება 18:3რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 27
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში