
ეზექიელი 27:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისგან და ქითელთა კუნძულების ბზისგან გაგიკეთეს;
ეზექიელი 27:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 27:6 კონტექსტში
27:4ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება;
27:5კვიპაროსის ხისგან დაგიმზადეს ფიცრები, ლიბანიდან კედარი მოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
27:6ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისგან და ქითელთა კუნძულების ბზისგან გაგიკეთეს;
27:7ეგვიპტური მოქარგული ზეზის იყო შენი აფრები, რომ დროშად გქონოდა; შენი გადასახურავი ელიშას კუნძულთა ლურჯი და მეწამული ქსოვილისგან იყო;
27:8ნიჩბოსნებად ციდონის და არვადის მკვიდრნი გყავდა; ბრძენი ხალხი იყო შენში, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 27:6
- ესაია 2:13ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას,
- შესაქმე 10:4იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.
- ზაქარია 11:2ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი!
- იერემია 2:10რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.
- ესაია 23:12თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი.
- რიცხვთა 21:33გამობრუნდნენ და დაადგნენ ბაშანის გზას. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ედრეიში საბრძოლველად.
- იერემია 22:20ადი ლიბანზე და მორთე კივილი, ბაშანზე აუწიე ხმას და იკივლე ყაბარიმის მთებიდან, რადგან გაცამტვერდნენ შენი მოყვარულნი!
- რიცხვთა 24:24მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 27
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში