
ეზექიელი 28:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
ეზექიელი 28:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 28:26 კონტექსტში
28:24აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.
28:25ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა შევკრებ ისრაელის სახლს იმ ხალხებიდან, სადაც გაფანტულნი არიან, და გამოვაჩენ მათზე ჩემს სიწმიდეს ხალხების თვალწინ, მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი.
28:26იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 28:26
- ეზექიელი 28:24აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.
- ეზექიელი 28:22უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.
- ეზექიელი 34:25დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და გადავაშენებ ქვეყნიდან სასტიკ მხეცებს, რომ მშვიდად იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ მაღნარებში.
- ეზექიელი 34:28აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და მიწის მხეცები აღარ შეჭამენ მათ; მშვიდად იცხოვრებენ და აღარ ეყოლებათ დამაფრთხობელი.
- ეზექიელი 38:8მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
- ამოსი 9:13აჰა, დადგება დრო, ამბობს უფალი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან.
- ამოსი 9:14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
- იერემია 32:15რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავაც იქნება ყიდვა-გაყიდვა სახლებისა, ყანებისა და ვენახებისა ამ ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 28
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში