
ეზექიელი 29:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
ეზექიელი 29:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 29:21 კონტექსტში
29:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.
29:20მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი.
29:21იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 29:21
- მეფეთა ა 2:10უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.
- ფსალმუნები 132:17იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.
- ლუკას სახარება 21:15ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
- ამოსი 3:7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ.
- ამოსი 3:8ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება!
- ეზექიელი 33:22უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
- ეზექიელი 24:27იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
- ფსალმუნები 92:10მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 29
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში