
ეზექიელი 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:
ეზექიელი 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 3:16 კონტექსტში
3:14სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
3:15მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.
3:16შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:
3:17ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
3:18როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 3:16
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 3
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში