
ეზექიელი 31:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცის ყოველი ფრინველი იბუდებდა მის რტოებში და მის ტოტგებქვეშ მინდვრის ყოველი მხეცი ბადებდა; უამრავი ხალხი ცხოვრობდა მის ჩრდილში.
ეზექიელი 31:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 31:6 კონტექსტში
31:4წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა, მისი მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და გზავნიდნენ თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ.
31:5ამიტომაც მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა მისი ტანი; გაეზარდა რტოები და დაუგრძელდა ტოტები უხვი წყლების წყალობით, რომელთაც ააღორძინეს.
31:6ცის ყოველი ფრინველი იბუდებდა მის რტოებში და მის ტოტგებქვეშ მინდვრის ყოველი მხეცი ბადებდა; უამრავი ხალხი ცხოვრობდა მის ჩრდილში.
31:7მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.
31:8კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვისხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 31:6
- მათეს სახარება 13:32ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
- ეზექიელი 17:23ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს.
- დანიელი 4:21მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა; რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებშიც ცის ფრინველები ბუდობდნენ,
- დანიელი 4:12მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 31
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში