
ეზექიელი 33:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება.
ეზექიელი 33:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 33:16 კონტექსტში
33:14როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს,
33:15გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება.
33:16არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება.
33:17ამბობენ შენი ერის შვილები: სწორი არ არისო უფლის გზა. თავად მათი გზა არ არის სწორი.
33:18როცა მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ბოროტებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 33:16
- ეზექიელი 18:22არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს.
- ესაია 43:25მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- მიქა 7:19კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
- ესაია 1:18მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.
- ესაია 44:22ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:1შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:3იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 33
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში