
ეზექიელი 34:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცებას კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ,
ეზექიელი 34:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 34:8 კონტექსტში
34:6დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი.
34:7ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!
34:8ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცებას კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ,
34:9ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!
34:10ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 34:8
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:13ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.
- ეზექიელი 34:18ნუთუ გეცოტავებათ საუკეთესო საძოვარი, სადაც დაბალახობთ, რომ თქვენი საძოვრის დანარჩენსაც ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ და დანარჩენსაც ფეხით ამღვრევთ?
- ეზექიელი 34:31თქვენ, ჩემო ცხვრებო, ჩემი საძოვრის ცხვრებო, ადამის მოდგმა ხართ, მე კი ღმერთი ვათ თქვენი! ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 34:10ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს.
- მოციქულთა საქმენი 20:33არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
- კორინთელთა მიმართ ა 9:15მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
- ეზექიელი 34:5გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ!
- ეზექიელი 34:6დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 34
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში