გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 36:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 36:17

ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემ წინაშე.

ეზექიელი 36:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 36:17 კონტექსტში

36:15აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, ამბობს უფალი ღმერთი.

36:16იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

36:17ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემ წინაშე.

36:18გადმოვანთხიე მათზე ჩემი რისხვა სისხლის გამო, მიწაზე რომ დასთხია, და კერპების გამო, რომლითაც გააუწმიდურა იგი.

36:19და გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვაბნიე ქვეყნებში; მათი გზისაებრ და მათ საქმეთაებრ განვსაჯე ისინი.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 36:17

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 36

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში