
ეზექიელი 36:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
ეზექიელი 36:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ივნისი, 2027, აღდგომის მე-8 კვირიაკე: წმიდა სამების დღესასწაული (მწუხრი).
ეზექიელი 36:24 კონტექსტში
36:22ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით.
36:23წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ.
36:24გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
36:25გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.
36:26მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 36:24
- ეზექიელი 37:21უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გამოვიყვან ისრაელიანებს ხალხებიდან, რომლებთანაც არიან წასული, გამოვკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე,
- ეზექიელი 34:13გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში.
- ამოსი 9:14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
- ამოსი 9:15დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი.
- ფსალმუნები 107:2იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
- ფსალმუნები 107:3და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
- მეორე სთვლისაება 30:3მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს.
- მეორე სთვლისაება 30:5მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდა შენს მამა-პაპას, და დაიმკვიდრებ მას; აგაშენებს და შენს მამა-პაპაზე უფრო გაგამრავლებს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 36
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში