გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 37:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 37:24

ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.

ეზექიელი 37:24 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 37:24 კონტექსტში

37:22ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან.

37:23აღარ გაუწმიდურდებიან თავიანთი კერპებით და სისაძაგლეებით, არანაირი დანაშაულით, და ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ; გავწმედ მათ და ერად მეყოლება ისინი, მე კი მათი ღმერთი ვიქნები.

37:24ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.

37:25იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.

37:26დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვდრებ მათ და გავამრავლებ, მათ შორის დავდგამ ჩემს საწმიდარს საუკენოდ.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 37:24

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 37

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში