
ეზექიელი 39:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
ეზექიელი 39:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:6 კონტექსტში
39:4ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს; ყოველგვარ ონავარ ფრინველს და ველის მხეცებს მიგცემ შესაჭმელად;
39:5ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
39:6გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
39:7გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში.
39:8აჰა, მოვა და ახდება, ამბობს უფალი ღმერთი, იმ დღეს, რომელზეც ვთქვი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:6
- ეზექიელი 30:16ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე.
- ეზექიელი 30:8მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა წავუკიდებ ეგვიპტეს და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება.
- ამოსი 1:4ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს.
- იერემია 25:22ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,
- ამოსი 1:10ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.
- ნაუმი 1:6ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
- ესაია 66:19დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას.
- ფსალმუნები 72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში