
ეზექიელი 40:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
ეზექიელი 40:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:16 კონტექსტში
40:14სამოცი წყრთა გამოუვიდა სვეტები; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო ირგვლივ.
40:15შესასვლელი კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე - ორმოცდაათი წყრთა;
40:16ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
40:17მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.
40:18ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელ სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:16
- ნეშტთა შორისა ბ 3:5კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქრო გადააკრა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
- ეზექიელი 41:26ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები.
- ეზექიელი 40:21სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
- ეზექიელი 40:22სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
- ეზექიელი 42:3ოცი წყრთის გაყოლებაზე შიდა ეზოში და ქვაფენილის გაყოლებაზე გარეთა ეზოში სვეტნარი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულად.
- ეზექიელი 40:12სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები - ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს.
- ფსალმუნები 92:12წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
- ეზექიელი 41:18ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში