
ეზექიელი 40:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭის პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე ასი წყრთა.
ეზექიელი 40:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:23 კონტექსტში
40:21სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
40:22სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
40:23შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭის პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე ასი წყრთა.
40:24წამიყვანა სამხრეთისკენ და, აჰა, სამხრეთის კარიბჭე; გაზომა მისი სვეტები და სტოა, და იგივე ზომებისა იყო.
40:25ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:23
- ეზექიელი 40:19გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე ასი წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
- ეზექიელი 40:27შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისკენ იყო; გაზომა კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისკენ ასი წყრთა.
- ეზექიელი 40:28შემიყვანა შიდა ეზოში სამხრეთის კარიბჭით და გაზომა სამხრეთის კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
- ეზექიელი 40:44შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა ოთახები იყო, შიდა ეზოში, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან იყო და სამხრეთისკენ იყურებოდა; ერთი კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან, ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული.
- გამოსვლა 38:9მოაწყო ეზო; სამხრეთის მხარეს ეზოს ფარდები გრეხილი სელისგან იყო - ასი წყრთა.
- გამოსვლა 38:12დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა; მისი ათი სვეტი და ათი ფეხი; სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.
- გამოსვლა 27:9ეზო გაუკეთე სავანეს; სამხრეთ მხარეს ფარდები ჰქონდეს ეზოს გრეხილი სელისგან, ასი წყრთა სიგრძისა ერთ მხარეს.
- გამოსვლა 27:18ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში