
ეზექიელი 40:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.
ეზექიელი 40:45 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:45 კონტექსტში
40:43ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველი სიგრძისა, მიმაგრებული იყო შიგნით ირგვლივ, ტაბლებზე კი შესაწირავი ხორცი ელაგა;
40:44შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა ოთახები იყო, შიდა ეზოში, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან იყო და სამხრეთისკენ იყურებოდა; ერთი კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან, ჩრდილოეთისკენ იყო მიქცეული.
40:45მითხრა: ეს ოთახი, სამხრეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.
40:46ხოლო ოთახი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესენი ცადოკის ძენი არიან, რომლებიც ლევიანთა შორის, უფალს მიახლოებულნი, ემსახურებიან მას.
40:47გაზომა ეზო: სიგრძე ასი წყრთა და სიგანეც ასი წყრთა, ოთხკუთხედი იყო; სამსხვერპლო იდგა ტაძრის წინ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:45
- ნეშტთა შორისა ა 9:23ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის კარიბჭეებს, კარვის სახლს.
- ფსალმუნები 134:1გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
- ლევიანი 8:35სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:20ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
- ნეშტთა შორისა ა 6:49ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებითურთ ისრაელიანებმა ლევიანებს.
- რიცხვთა 3:27კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები.
- რიცხვთა 3:28რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი, საწმიდარის სამსახურის აღმსრულებელნი.
- ნეშტთა შორისა ბ 13:11დილა-საღამოობით უფლისთვის აღსავლენს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში