
ეზექიელი 41:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა.
ეზექიელი 41:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 41:2 კონტექსტში
41:1მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.
41:2შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა.
41:3შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტი ორი წყრთა, და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე შვიდი წყრთა.
41:4გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 41:2
- ნეშტთა შორისა ბ 3:3აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით, ძველი საზომი ჭყრთით, სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა.
- გამოსვლა 26:36გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.
- ნეშტთა შორისა ბ 29:7დაგმანა კარიბჭის კარებები და ჩააქრო სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმია და აღარც აღსავლენი აღუვლინა საწმიდარში ისრაელის ღმერთს.
- იოანე 10:7კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
- ნეშტთა შორისა ბ 3:7ოქროთი დაფარა სახლი - ძელები, კარის ზღურბლზე, მისი კედლები და კარები. კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.
- გამოსვლა 36:37დაამზადა მოხატული ფარდა სავანის შესასვლელისთვის ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან,
- იოანე 10:9მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 41
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში