
ეზექიელი 41:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს.
ეზექიელი 41:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 41:23 კონტექსტში
41:21სასახლის წყრთილები ოთხკუთხედი იყო, საწმიდარსაც იგივე შესახედაობა ჰქონდა.
41:22ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა იყო, სიგრძე ორი წყრთა; მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო. მითხრა მან: ეს საკურთხეველია უფლის წინაშე.
41:23ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს.
41:24ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორივე ფრთა მოტრიალე იყო; ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.
41:25გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 41:23
- ეზექიელი 41:1მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.
- ნეშტთა შორისა ბ 4:22დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 41
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში