
ეზექიელი 42:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოთხ მხარეს გაზომა ეს ადგილი; გარს კედელი ერტყა სიგრძით ხუთასი წყრთა და სიგანით ხუთასი წყრთა, წმიდისა და ნალახის განსაცალკევებლად.
ეზექიელი 42:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 42:20 კონტექსტში
42:18სამხრეთის მხარე გაზომა და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
42:19შემოტრიალდა დასავლეთისკენ და გადაზომა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
42:20ოთხ მხარეს გაზომა ეს ადგილი; გარს კედელი ერტყა სიგრძით ხუთასი წყრთა და სიგანით ხუთასი წყრთა, წმიდისა და ნალახის განსაცალკევებლად.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 42:20
- ეზექიელი 45:2აქედან საწმიდარად იყოს ოთხკუთხი ნაკვეთი ხუთასი წყრთა ხუთასზე, ირგვლივ, და ორმოცდაათი წყრთა მის შემოგარედ, ირგვლივ.
- ეზექიელი 40:5აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.
- ეზექიელი 22:26მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.
- ეზექიელი 48:15დანარჩენი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით საერო მონაკვეთია ქალაქისთვის დასასახლებლად და სანახებად; ქალაქი მის შუაგულში იქნება.
- ეზექიელი 44:23უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინოს ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი.
- ზაქარია 2:5მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში.
- ესაია 60:18აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს კარიბჭეებს.
- ქებათა ქება 2:9ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 42
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში