
ეზექიელი 43:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდი დღის განმავლობაში ამზადებდე თითო თხას დღეში ცოდვის გამოსასყიდად; ხბო და ფარის ვერძიც საღი მოამზადონ.
ეზექიელი 43:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:25 კონტექსტში
43:23როცა განწმედას მორჩები, შესწირე საღი ხბო და საღი ვერძი ფარიდან.
43:24მიიყვანე უფლის წინაშე და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.
43:25შვიდი დღის განმავლობაში ამზადებდე თითო თხას დღეში ცოდვის გამოსასყიდად; ხბო და ფარის ვერძიც საღი მოამზადონ.
43:26შვიდი დღის განმავლობაში შეასრულონ გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთან განწმიდონ ის და აუვსონ ხელი.
43:27როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:25
- ლევიანი 8:33არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის განმავლობაში, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.
- გამოსვლა 29:35ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.
- გამოსვლა 29:37შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.
- ლევიანი 8:35სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში