
ეზექიელი 43:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის; აღარ გააუწმიდურებს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი, არც ის და არც მისი მეფეები, თავიანთი გარყვნილებით და თავიანთ მეფეთა ძეგლებით გორაკებზე;
ეზექიელი 43:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:7 კონტექსტში
43:5ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული.
43:6გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემ გვერდით იდგა.
43:7მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის; აღარ გააუწმიდურებს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი, არც ის და არც მისი მეფეები, თავიანთი გარყვნილებით და თავიანთ მეფეთა ძეგლებით გორაკებზე;
43:8თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან გათანაბრებით, თავიანთი წყრთილების ჩემს წყრთილებთან გათანასწორებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. აუწმიდურებდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რომელთაც სჩადიოდნენ, და მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.
43:9ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:7
- ეზექიელი 43:9ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
- ფსალმუნები 47:8გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
- ლევიანი 26:30გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული.
- ფსალმუნები 99:1უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
- გამოცხადება 22:3აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
- ნეშტთა შორისა ა 28:2ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის, ჩვენი ღმერთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად.
- ეზექიელი 1:26ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
- ეზექიელი 20:39თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში