
ეზექიელი 45:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე.
ეზექიელი 45:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 45:11 კონტექსტში
45:9ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, ამბობს უფალი ღმერთი.
45:10მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა გქონდეთ.
45:11ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე.
45:12შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
45:13აი, შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 45:11
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 45
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში