
ეზექიელი 45:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დღესასწაულის შვიდი დღის განმავლობაში გაამზადებს უფლისთვის აღსავლენს: შვიდ საღ ხბოს და შვიდ საღ ცხვარს, ამ შვიდეულის თითო დღისთვის და თხას ცოდვის გამოსასყიდად, ყოველდღიურად;
ეზექიელი 45:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 45:23 კონტექსტში
45:21პირველი თვის თოთხმეტში გექნებათ პასექი - შვიდდღიანი დღესასწაული; უფუარს უნდა ჭამდეთ.
45:22გაამზადებს მთავარი ამ დღეს თავისთვის და მთელი ქვეყნის ერისთვის ხბოს ცოდვის გამოსასყიდლად.
45:23დღესასწაულის შვიდი დღის განმავლობაში გაამზადებს უფლისთვის აღსავლენს: შვიდ საღ ხბოს და შვიდ საღ ცხვარს, ამ შვიდეულის თითო დღისთვის და თხას ცოდვის გამოსასყიდად, ყოველდღიურად;
45:24გაამზადებს მარცვლეულის ძღვენს - ერთ ეფას ხბოზე და ერთ ეფას ცხვარზე, და ერთ ჰინ ზეთს ეფაზე.
45:25მეშვიდე თვის თხუთმეტში, დღესასწაულზე, ამასვე გააკეთებს შვიდი დღის განმავლობაში: ისეთივე ცოდვის გამოსასყიდს, ისეთსავე აღსავლენს, იმდენსავე ძღვენს და იმდენსავე ზეთს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 45:23
- ლევიანი 23:8შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
- იობი 42:8ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით, რომ ჩემი მორჩილი იობივით წრფელად არ მელაპარაკეთ.
- რიცხვთა 23:1უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.
- რიცხვთა 23:2შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე.
- რიცხვთა 29:11ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის განკუთვნილი საღვრელისა.
- რიცხვთა 29:38ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა.
- ებრაელთა მიმართ 10:8ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო,
- ებრაელთა მიმართ 10:12მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 45
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში