
ეზექიელი 48:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან.
ეზექიელი 48:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:28 კონტექსტში
48:26ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ზებულონს - ერთი შტო.
48:27ზებულონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე გადს - ერთი შტო.
48:28გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან.
48:29ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი.
48:30ეს იქნება ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:28
- ეზექიელი 47:19სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით.
- ეზექიელი 47:20დასავლეთის მხრიდან იქნება დიდი ზღვა სამხრეთის საზღვრიდან ხამათის მისადგომამდე. ეს იქნება დასავლეთის მხარე.
- ნეშტთა შორისა ბ 20:2მოვიდნენ, ამბავი მიაუტანეს იოშაფატს და უთხრეს: დიდი ურდო გადმოვიდა შენ წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ყენ-გედიში.
- ეზექიელი 47:15აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე,
- რიცხვთა 34:5გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას.
- ფსალმუნები 106:32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
- შესაქმე 15:18ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
- რიცხვთა 20:13ეს არის მტრობის წყალი, სადაც ედავებოდნენ ისრაელიანები უფალს და რითაც წმიდად გამოჩნდა იგი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში