
ეზექიელი 7:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენ წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი!
ეზექიელი 7:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 7:9 კონტექსტში
7:7მოვიდა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მკვიდრო! დადგა ჟამი, ახლოა დღე შეშფოთებისა, არა მთებზე ჟრიამულისა.
7:8ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელ შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ!
7:9არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენ წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი!
7:10აჰა, დღე! აჰა; დადგა! მოაწია ჯერმა! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნობა გაიფურჩქნა!
7:11ძალადობა აღიმართა ბოროტეულის კვერთხად; აღარ იქნებიან ისინი; არც მათი სიმრავლე, არც მათი დოვლათი, არც მათზე წუხილი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 7:9
- გამოცხადება 20:13ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თითოეული.
- მიქა 6:9უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს.
- ესაია 9:13ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს.
- გალატელთა მიმართ 6:7ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 7
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში