
ეზექიელი 8:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიხილე, აჰა, რაღაც ცეცხლის მსგავსი; წელთან და მის ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს ზემოთ კი რაღაც ნათების მსგავსი, როგორც კაშკაშა ლითონი.
ეზექიელი 8:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 8:2 კონტექსტში
8:1მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ვიჯექი ჩემს სახლში და იუდას უხუცესები ისხდნენ ჩემს წინ; მაშინ დამეცა იქ უფლის, ღვთის ხელი.
8:2ვიხილე, აჰა, რაღაც ცეცხლის მსგავსი; წელთან და მის ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს ზემოთ კი რაღაც ნათების მსგავსი, როგორც კაშკაშა ლითონი.
8:3გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი.
8:4აჰა, იყო იქ ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი იმისა, რაც ხეობაში ვიხილე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 8:2
- ეზექიელი 1:4და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.
- ეზექიელი 1:26ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
- ეზექიელი 1:27ვიხილე რაღაც გაკაშკაშებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე, რაღაც ცეცხლი და ნათება იყო მის ირგვლივ.
- გამოცხადება 1:14თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.
- გამოცხადება 1:15ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.
- დანიელი 7:9ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
- დანიელი 7:10მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 8
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში