
ეზექიელი 9:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც ასე მოვიქცევი: არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზევე მოვაქცევ მათსავე საქმეებს.
ეზექიელი 9:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 9:10 კონტექსტში
9:8როცა მათ გაავლეს მუსრი, მე კი გადავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელ ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე?
9:9მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.
9:10მეც ასე მოვიქცევი: არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზევე მოვაქცევ მათსავე საქმეებს.
9:11აჰა, კაცმა, სელით შემოსილმა, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე, მოიტანა პასუხად სიტყვა: შევასრულე, როგორც მიბრძანე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 9:10
- ეზექიელი 7:4არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენ წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწეები შენთან იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 11:21ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 8:18მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.
- ესაია 65:6აჰა, დაწერილია ჩემ წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს.
- ოსეა 9:7დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?
- ეზექიელი 5:11ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.
- იოელი 3:4რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას.
- ებრაელთა მიმართ 10:30რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 9
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში