
ეზექიელი 9:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.
ეზექიელი 9:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 9:7 კონტექსტში
9:5სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.
9:6მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.
9:7უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.
9:8როცა მათ გაავლეს მუსრი, მე კი გადავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელ ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე?
9:9მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 9:7
- ნეშტთა შორისა ბ 36:17მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა.
- ეზექიელი 7:20მედიდურობდნენ თავიანთ სამკაულთა მშვენებით და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა ხატები შექმნეს; ამიტომ სიბინძურედ გავხდი მას მათთვის.
- ეზექიელი 7:22პირს ავარიდებ მათ და უპატიოჰყოფენ ჩემს საიდუმლოს, შიგ შევლენ მძარცველები და უპატიოჰყოფენ.
- გლოვა იერემიასი 2:4როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.
- გლოვა იერემიასი 2:7შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე.
- ლუკას სახარება 13:1ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.
- ფსალმუნები 79:1ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
- ფსალმუნები 79:3დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 9
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში