
ეზრა 10:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.
ეზრა 10:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 10:11 კონტექსტში
10:9სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ხალხმა. ეს იყო მერვე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ერი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბის გამო და წვიმისაგან.
10:10ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ.
10:11ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.
10:12ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.
10:13ოღონდ ბევრია ხალხი და ავდარია, შეუძლებელია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში.
პარალელური ადგილები: ეზრა 10:11
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
- ესაია 1:18მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.
- იესო ნავეს ძე 7:19უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.
- რომაელთა მიმართ 12:2ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
- ეზრა 10:3აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.
- მეორე სთვლისაება 7:3არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,
- მეორე სთვლისაება 7:4რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.
- იგავესნი 28:13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
განაგრძე კითხვა: ეზრა 10
სრულად წაიკითხე: ეზრა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში