
ეზრა 10:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რომ იერუსალიმში მოეყარათ თავი.
ეზრა 10:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 10:7 კონტექსტში
10:5ადგა ეზრა და დააფიცა მღვდელთა მთავრები ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ასე მოიქცეოდნენ. მათაც დაიფიცეს.
10:6ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.
10:7გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რომ იერუსალიმში მოეყარათ თავი.
10:8ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, ჩამოერთმეოდა მთელი ქონება თავკაცებისა და უხუცესების გადაწყვეტილებით, თავად კი გადანასახლებთა კრებულიდან მოიკვეთებოდა.
10:9სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ხალხმა. ეს იყო მერვე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ერი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბის გამო და წვიმისაგან.
პარალელური ადგილები: ეზრა 10:7
- ნეშტთა შორისა ბ 30:5დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბერშებადან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ გადაეხადათ დაწერილის მიხედვით.
- ეზრა 1:1სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სპარსეთის მეფის, კიროსის, სული და გამოაცხადა მან მთელ თავის სამეფოში ზეპირ და წერილობითაც, რომ:
განაგრძე კითხვა: ეზრა 10
სრულად წაიკითხე: ეზრა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში