გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზრა 4:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზრა 4:1

გაიგეს იუდას და ბენიამინის მტრებმა, რომ ტაძარს უშენებდნენ ტყვეები უფალს, ისრაელის ღმერთს.

ეზრა 4:1 · საქართველოს საპატრიარქო

ეზრა 4:1 კონტექსტში

4:1გაიგეს იუდას და ბენიამინის მტრებმა, რომ ტაძარს უშენებდნენ ტყვეები უფალს, ისრაელის ღმერთს.

4:2მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს, ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დროიდან, რომელმაც აქ წამოგვიყვანა.

4:3მიუგეს მათ ზერუბაბელმა და იესომ, და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: არ გამოვა ჩვენი ღვთის სახლის შენება თქვენთან ერთად, რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს კიროს მეფეს, სპარსთა მეფეს.

პარალელური ადგილები: ეზრა 4:1

განაგრძე კითხვა: ეზრა 4

სრულად წაიკითხე: ეზრა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში