გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზრა 7:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზრა 7:8

მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეშვიდე წელს,

ეზრა 7:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეზრა 7:8 კონტექსტში

7:6ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.

7:7წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.

7:8მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეშვიდე წელს,

7:9რადგან პირველი თვის პირველი დღე იყო დასაწყისი ბაბილონიდან წამოსვლისა და მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის სასიკეთო ხელი იყო მასზე.

7:10რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.

განაგრძე კითხვა: ეზრა 7

სრულად წაიკითხე: ეზრა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში