
ეზრა 8:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის, და ვიდექით იქ სამ დღეს. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება და ლევიანთაგან ვერავინ ვპოვე მათ შორის.
ეზრა 8:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 8:15 კონტექსტში
8:13ადონიკამიანთაგან - უკანასკნელნი და, აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და სამოცი მამროვანი მათთან ერთად,
8:14ბიგვაიანთაგან ყუთაი, ზაბუდი და სამოცდაათი მამროვანი მათთან ერთად.
8:15შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის, და ვიდექით იქ სამ დღეს. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება და ლევიანთაგან ვერავინ ვპოვე მათ შორის.
8:16დავიბარე ელყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი - თავკაცნი, იოარიბი და ელნათანი - სწავლულნი.
8:17გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის თვისტომთ, შეწირულთ, ქასიფიაში მყოფთ, რომ ჩვენი ღვთის სახლის მსახურნი გამოეგზავნათ ჩვენთვის.
პარალელური ადგილები: ეზრა 8:15
- ეზრა 8:21გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.
- ეზრა 7:7წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.
- ეზრა 8:31დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
- ფსალმუნები 137:1ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
- ეზრა 8:2ფინხასიანთაგან გერშომი, ითამარიანთაგან დანიელი, დავითიანთაგან ხატუში.
- ეზექიელი 3:15მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.
- მოციქულთა საქმენი 16:13შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.
- ეზექიელი 1:1ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში