
გალატელთა მიმართ 1:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -
გალატელთა მიმართ 1:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30-ე კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 1:15
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აჰა, როგორ ცდილობს პავლე მოციქული წარმოაჩინოს, რომ ის დროც კი, როდესაც იგი ცდომილებაში იმყოფებოდა, ღვთის განგების ნაწილი იყო. განა დედის მუცლიდანვე არ იყო იგი არჩეული მოციქულად და ამ მსახურებისთვის განწესებული? მოწოდებული კი შემდგომ და, რაც მთავარია, მოწოდებისთანავე დაემორჩილა მას. მაშასადამე, ღმერთი გარკვეული, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო აყოვნებდა მის მოწოდებას.”
მთელი განმარტება
აჰა, როგორ ცდილობს პავლე მოციქული წარმოაჩინოს, რომ ის დროც კი, როდესაც იგი ცდომილებაში იმყოფებოდა, ღვთის განგების ნაწილი იყო. განა დედის მუცლიდანვე არ იყო იგი არჩეული მოციქულად და ამ მსახურებისთვის განწესებული? მოწოდებული კი შემდგომ და, რაც მთავარია, მოწოდებისთანავე დაემორჩილა მას. მაშასადამე, ღმერთი გარკვეული, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო აყოვნებდა მის მოწოდებას.
რა იყო აქ ღვთის განგება? იქნებ გსურთ, რომ გითხრათ, რატომ არ მოუწოდა მას უფალმა თორმეტ მოციქულთან ერთად? მაგრამ, იმისათვის, რომ საუბარი ზედმეტად არ გაგვიგრძელდეს, გთხოვთ, ყველაფერს ნუ მომითხოვთ ჩემგან. თავად გამოიკვლიეთ და ევედრეთ ღმერთს, რათა მან გაგიხსნათ ჭეშმარიტება. ამ საკითხზე გარკვეული სიტყვა უკვე ვთქვით, როდესაც მის სახელის შეცვლაზე ვსაუბრობდით, თუ რატომ ეწოდა სავლეს პავლე. თუ დაგავიწყდათ, იმ წიგნში იხილავთ ყველაფერს.
ახლა კი, თანმიმდევრულად გავაგრძელოთ საუბარი და ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორ ამტკიცებს პავლე, რომ მასთან მომხდარი არ ყოფილა ადამიანური საქმე, არამედ ღმერთმა განაგო ყველაფერი განსაკუთრებული განგებით. “რომელმანცა გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემით და მიწოდა მადლითა თჳსითა”. ღმერთმა მოუწოდა მას მისი სათნოების გამო? “ჭური რჩეული არს ჩემდა, რათა თქუენ სახელი ჩემი წარმართთა წინაშე და მეფეთა” (საქ. 9:15), ანუ იგი ქმედითუნარიანია მსახურებისთვის და დიდი საქმის აღსასრულებლად.
აი, მოწოდების მიზეზი. თავად მოციქული კი ყველაფერს ღვთის მადლსა და გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას მიაწერს და ამბობს: “არამედ ამისთვის შეწყალებულ ვიქმენ. Რაჲთა ჩემ თანა პირველად იესუ ქრისტემან ყოველივე სულგრძელებაჲ ჩემდამო გამოაჩინოს სახედ მერწმუნეთა მისთა ცხორებად საუკუნოდ” (1 ტიმ. 1:16). ხედავთ თავმდაბლობის სიმაღლეს? “ამისთვის შემიწყალა, ამბობს იგი, რათა არავინ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს მას შემდეგ, რაც ყველა ადამიანზე უარესი ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსი გახდა”. სწორედ ამის ჩვენება სურს მას სიტყვებით: “რაჲთა ჩემ თანა პირველად იესუ ქრისტემან ყოველივე სულგრძელებაჲ ჩემდამო გამოაჩინოს სახედ მერწმუნეთა მისთა”.
იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 1:15 კონტექსტში
1:13თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
1:14ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
1:15ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -
1:16კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
1:17არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 1:15
- იერემია 1:5ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე.
- ესაია 49:5ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი.
- ესაია 49:1მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:9რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
- ეფესელთა მიმართ 1:5თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,
- რომაელთა მიმართ 1:1პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,
- კორინთელთა მიმართ ა 1:9სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.
- მოციქულთა საქმენი 13:2უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



