
გალატელთა მიმართ 4:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?
გალატელთა მიმართ 4:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 4:9
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პავლე მოციქულის სიტყვები ასეთ აზრს შეიცავს: ‘მაშინ, როდესაც წყვდიადში იმყოფებოდით და ცხოვრებას ცდომილებაში ატარებდით, მიწაზე იყავით მიჯაჭვულნი. ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეიცანით ღმერთი, ან უკეთ რომ ვთქვათ, მისგან მიიღეთ შემეცნება, განა უფრო დიდ და სასტიკ სასჯელს არ იმსახურებთ. Თუკი თქვენდამი ასეთი დიდი მზრუნველობის მიუხედავად, კვლავ ნებსით იმავე სენს უბრუნდებით, რომლითაც ადრე იტანჯებოდით? თქვენ საკუთარი ძალისხმევით როდი ჰპოვეთ ღმერთი, არამედ ცდომილებაში ატარებდით ცხოვრებას, ხოლო მან თავად მოგიზიდათ თქვენ თავისკენ’. უძლურსა და გლახაკს უწოდებს საწყისებს, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ არავითარი ძალა აღთქმული კეთილდღეობის მოსატანად.”
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე მარიუს ვიქტორინუსი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 4:9 კონტექსტში
4:7ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.
4:8მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები.
4:9ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?
4:10დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით.
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 4:9
- კორინთელთა მიმართ ა 8:3მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.
- გალატელთა მიმართ 3:3ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?
- რომაელთა მიმართ 8:3რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:20ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
- ნეშტთა შორისა ა 28:9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:20რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
- ებრაელთა მიმართ 7:18უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



