
გალატელთა მიმართ 5:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.
გალატელთა მიმართ 5:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 16 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გალატელთა მიმართ 5:15
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მოციქული პავლე პირდაპირ არ გამოთქვამს სათქმელს, რათა გული არ ატკინოს მათ, თუმცა იცოდა, რომ მათ შორის ასე ხდებოდა. იგივე სათქმელს გარკვეული ეჭვით ამბობს. მას არ უთქვამს: ‘იმიტომ, რომ ერთმანეთს კბენთ’, და არც ის უთქვამს პირდაპირ, რომ ერთმანეთს მოსპობთ. ასეთი საუბარი მხოლოდ შემშინებელსა და საფრთხისგან გამაფრთხილებელს შეჰფერის და არა მსაჯულს.”
მთელი განმარტება
მოციქული პავლე პირდაპირ არ გამოთქვამს სათქმელს, რათა გული არ ატკინოს მათ, თუმცა იცოდა, რომ მათ შორის ასე ხდებოდა. იგივე სათქმელს გარკვეული ეჭვით ამბობს. მას არ უთქვამს: “იმიტომ, რომ ერთმანეთს კბენთ”, და არც ის უთქვამს პირდაპირ, რომ ერთმანეთს მოსპობთ. ასეთი საუბარი მხოლოდ შემშინებელსა და საფრთხისგან გამაფრთხილებელს შეჰფერის და არა მსაჯულს.
სიტყვები კი უძლიერესი გამოიყენა. არ თქვა მხოლოდ “კბენთ”, რასაც ზოგჯერ გამძვინვარებული აკეთებს, არამედ დაამატა “და ჭამთ”, რაც ბოროტებაში ფესვგადგმულისთვისაა დამახასიათებელი. მკბენარი მხოლოდ რისხვის ვნებას იკმაყოფილებს, ხოლო მჭამელი თავის თავში უკიდურეს მხეცობას ამჟღავნებს. თუმცა, აქ საუბარი არა სხეულებრივ კბენასა და ჭამაზეა, არამედ კიდევ უფრო უარესზე. მართლაც, იმდენად არ აზიანებს ის, ვინც ადამიანის ხორცს ჭამს, რამდენადაც ის, ვინც მის სულს კბენს, რადგან რამდენადაც სული უფრო ძვირფასია სხეულზე, იმდენად უფრო მძიმეა მისთვის მიყენებული ზიანი.
“გაუფრთხილდით, რათა ერთმანეთი არ მოსპოთ”, ამბობს პავლე მოციქული (გალ. 5:15). ცრუ და ბოროტი ადამიანები იმისთვის მოდიან, რომ სხვები დაღუპონ, ამიტომაც ამბობს: “იხილეთ, საქმე თქვენამდეც რომ არ მივიდეს”. განხეთქილება და ბრძოლა დამღუპველი და გამანადგურებელია, უეჭველია, როგორც მათთვის, ვინც იღებს მას, ასევე მათთვის, ვინც შემოაქვს იგი. შინაგანად უფრო მეტად შეგვჭამს, ვიდრე ჩრჩილი.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გალატელთა მიმართ 5:15 კონტექსტში
5:13ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
5:14რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
5:15მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.
5:16ჰოდა, მე ვამბობ: სულიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
5:17რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
პარალელური ადგილები: გალატელთა მიმართ 5:15
- კორინთელთა მიმართ ა 3:3იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენ შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?
- გალატელთა მიმართ 5:26ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
- იაკობის ეპისტოლე 3:14ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
- იაკობის ეპისტოლე 4:3ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:20იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:20რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.
- კორინთელთა მიმართ ა 6:6მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
- კორინთელთა მიმართ ა 6:8მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს.
განაგრძე კითხვა: გალატელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: გალატელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში




