
შესაქმე 1:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
შესაქმე 1:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 1:25 კონტექსტში
1:23იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
1:24თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
1:25გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
1:26თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
1:27შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 1:25
- იერემია 27:5მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.
- იობი 12:8ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები.
- იობი 12:10ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?
- შესაქმე 2:19გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
- შესაქმე 2:20დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
- იობი 26:13მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 1
სრულად წაიკითხე: შესაქმე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში