
შესაქმე 1:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
შესაქმე 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 1:5 კონტექსტში
1:3თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
1:4და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
1:5ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
1:6თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
1:7გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
პარალელური ადგილები: შესაქმე 1:5
- ფსალმუნები 74:16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
- ესაია 45:7ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:5რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.
- ფსალმუნები 104:20განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
- შესაქმე 8:22ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
- ფსალმუნები 19:2დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
- იერემია 33:20ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
- ეფესელთა მიმართ 5:13ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
განაგრძე კითხვა: შესაქმე 1
სრულად წაიკითხე: შესაქმე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში