
შესაქმე 12:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
შესაქმე 12:10 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 12:10 კონტექსტში
12:8გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
12:9მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.
12:10შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
12:11როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.
12:12დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 12:10
- შესაქმე 43:1მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.
- შესაქმე 26:1ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
- შესაქმე 26:3მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მეც შენთან ვიქნები, გაკურთხებ და შენს შთამომავლობას მივცემ მთელს ამ ქვეყნებს, ავასრულებ ფიცს, რომელიც აბრაამს, მამაშენს დავუდევი,
- ფსალმუნები 105:13იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
- იერემია 14:1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, გვალვის გამო.
- შესაქმე 47:13პური არ იყო მთელ ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან.
- რუთი 1:1ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ.
- შესაქმე 42:5მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 12
სრულად წაიკითხე: შესაქმე 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში