
შესაქმე 14:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში.
შესაქმე 14:5 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 14:5 კონტექსტში
14:3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
14:4თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ.
14:5მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში.
14:6და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს.
14:7უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 14:5
- მეორე სთვლისაება 3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
- მეორე სთვლისაება 2:10ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად.
- მეორე სთვლისაება 2:11რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.
- მეორე სთვლისაება 1:4ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის და აშთაროთში, ედრეიში, მჯდარი ბაშანის მეფის, ყოგის, მოკვლის შემდეგ.
- შესაქმე 15:20ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
- მეორე სთვლისაება 3:22ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.
- იესო ნავეს ძე 13:19კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-ჰაშაჰარი ყემეკის მთაზე.
- იესო ნავეს ძე 13:12ყოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც მეფობდა ყაშთაროთსა და ედრეიში. ის უკანასკნელი იყო რეფაიმთაგან, რომლებიც დაამარცხა მოსემ და აჰყარა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 14
სრულად წაიკითხე: შესაქმე 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში