
შესაქმე 17:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:
შესაქმე 17:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 17:3 კონტექსტში
17:1ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემ წინაშე და სრული იყავი.
17:2დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
17:3პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:
17:4ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!
17:5აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 17:3
- შესაქმე 17:17პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
- მსაჯულნი 13:20როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი.
- იესო ნავეს ძე 5:14მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს?
- რიცხვთა 16:45გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი.
- გამოცხადება 1:17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
- მათეს სახარება 17:6ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ.
- დანიელი 10:9მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.
- რიცხვთა 14:5დაემხნენ მოსე და აარონი ისრაელიანთა მთელი საზოგადოების წინაშე.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 17
სრულად წაიკითხე: შესაქმე 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში