
შესაქმე 19:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
შესაქმე 19:11 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 19:11 კონტექსტში
19:9უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
19:10გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
19:11იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
19:12უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
19:13რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.
პარალელური ადგილები: შესაქმე 19:11
- მოციქულთა საქმენი 13:11აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
- მეორე სთვლისაება 28:28მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
- მეორე სთვლისაება 28:29ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
- იერემია 2:36რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი.
- ესაია 57:10დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო. სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ.
- ეკლესიასტე 10:15ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 19
სრულად წაიკითხე: შესაქმე 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში